ფილმი შეეხება ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც თავისი მდგომარეობის მიუხედავად, არის სიცოცხლით სავსე, მხიარული, სრულფასოვანი პიროვნება, რომელსაც ჰყავს მეგობრები, შეყვარებული, აქვს მიზნები და ოცნებები, რომელთა განხორციელებასაც ცდილობს.
ფილმის მიზანია, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იყვნენ მეტად თავდაჯერებულები და ინტეგრირებულები საზოგადოებაში; საზოგადოებას კი დაანახოს ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ადამიანს აქვს საზოგადოების სრულფსოვან წევრად ყოფნის უფლება.
პრემიერას ცნობილი რეჟისორები და კინომოყვარულები ესწრებოდნენ.
პროექტმა „2 ბორბალი“ სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს კონკურსში გაიმარჯვა, რომლის ფარგლებშიც გადამღებმა გუნდმა დაფინანსება მოიპოვა.
მხ. ფილმი „ორი ბორბალი“ კომპანია Vivus.ge-ს მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის, ERTAD.GE-ს 2015 წლის დეკემბრის კონკურსის გამარჯვებულია. კონკურსის ფარგლებში, რომელსაც ყოველთვიური სახე აქვს, ახალგაზრდა რეჟისორმა, ირაკლი დონაძემ Timens Group-ის სახელით მოიპოვა 2500 ლარის ოდენობის დაფინანსება.

ფილმში მთავარ როლებს ინტერნეტ სივრცეში პოპულარული ახალგაზრდები: ეკუნა ყანჩაველი და კოსტა სანიკიძე ასრულებენ.
ფილმის ხილვა მაყურებელს ინტერნეტ-სივრცეში ახლო მოავალში შეეძლება.
ERTAD.GE სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები ხელოვნების, კულტურის, განათლების, მეცნიერების ხელშეწყობის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებიდან ფინანსდება.
პროექტში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ინფორმაცია: www.ertad.ge / info@ertad.ge
მასალის გამოყენების პირობები






