ტურნირს ქალაქმა თელავმა უმასპინძლა, სადაც ჩემპიონატში სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.
დაძაბული და საინტერესო შეხვედრების შემდეგ პირველი ადგილი ოზურგეთელმა ირაკლი მარგალიტაძემ გამარჯვება 32 სპორტსმენს შორის მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
გამარჯვებული თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ალექსიძემ მედლით, თასითა და სიგელით დააჯილდოვეს.
ირაკლი მარგალიტაძე და მომდევნო საპრიზო ადგილებზე გასული კიდევ სამი სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ, რომელიც 2-5 ივნისს ქალაქ ბათუმში ჩატარდება და სადაც მონაწილეობას თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებს.
დავით ალექსიძე- საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი:
‘’ირაკლი ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია და დიდი პოტენციალი აქვს. მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თელავს ტურნირის ორგანიზებისთვის და, ასევე, ქალაქ ოზურგეთს, რომელიც ირაკლის ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთში სპორტის აღნიშნული სახეობის მიმართ დიდი ინტერესია, სამწუხაროა, რომ არ არსებობს ბილიარდისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. რამდენიმე დღის წინ გახლდით სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, სადაც სპორტის ყველა სახეობის ფედერაციის პრეზიდენტები იყვნენ მიწვეულები. მინისტრმა აღნიშნა, რომ სპორტისთვის საჭირო ტექნიკური ბაზა ყველა ქალაქში უნდა მომზადდეს და სასიამოვნო იქნება, თუ ამას ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს.’’
მასალის გამოყენების პირობები