თსუ-ს ადმინისტრაცია 24 მაისს უნივერსიტეტში მომხდარი ჩხუბის ვიდეომასალას ავრცელებს (ვიდეო)
საზოგადოება - 17:09, 25 May, 2016     3854
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თსუ-ს ადმინისტრაცია ვიდეო მასალას ავრცელებს:
"24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზთან ორ სტუდენტს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით განიმუხტა. ფაქტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე კონფლიქტში მონაწილე მხარეების მოთხოვნის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო. მასალაში ჩანს დაპირისპირების გარემოებები. ინციდენტი მოხდა 17.27 სთ და დაახლოებით 3-4 წუთში განიმუხტა თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ, რომლებიც ვიდეოჩანაწერში მონიშნულნი არიან ისრებით (9 თანამშრომელი). გარდა ამისა, კონფლიქტის განმუხტვას შეეცადნენ ფაქტის შემსწრე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და სხვა სტუდენტები."- აღნიშნულია თსუ-ს ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში თსუ-ს თვითმმართველობის წევრები “აუდიტორია 115"- ის წევრს ცოტნე ცხვედიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42