კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო
27 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის, წერეთლის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას, ჭედიას, თიანეთის, ვართაგავას, მორეტის, ტაბიძის, გაგარინის, ქერჩის და მამკოდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, ბზიფის, მარტყოფის, საინგილოს, ერისთავის, თეძამის და გალავნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, გუმათგესის, რაზიკაშვილის, საჯაიას, ერმაკოვის, ფაღავას, სანაძის, ქიზიყის, ენუქიძის, პოლიციის, სამასი არაგველის, ლორთქიფანიძის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის, იდუმალის, ჯავახეთის, წურწუმიას, ალადასტურის, მებაღეობის, გახოკიძის, მამისაშვილის და ბაღდავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, შატილის, ძოწენიძის, ნუცუბიძის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყრის და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ბაგრატიონის, ზუგდიდის, ევდოშვილის, სოხუმის, სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ბენაშვილის, გრანელის, საბჭოს, ჩუბინაშვილის და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






