კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და Colliers International-ის მხარდაჭერით.
სპეციალურად მოწვეულმა სპიკერმა ისაუბრა თამაზე:სასტუმრო ბიზნესის მიმოხილვა, ტურიზმის დეპარტამენტის მოლოდინი და არსებული ტენდენციები, სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორების ბიზნეს მოდელი და ტიპური მოთხოვნები, სასტუმრო ბიზნესის დაფინანსების პრაქტიკა და კრიტერიუმები.
ფორუმზე ზემოთჩამოთვლილ თემებზე ისაუბრნენ შემდეგი სპიკერები:
გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი
მარკ ფინი, Colliers International-ის სასტუმროების და კურორტების საკონსულტაციო განყოფილების უფროსი/ UK Office, გოგა ჯაფარიძე, პაშა კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი, გოგა კაპანაძე, აქსისის გენერალური დირექტორი, თამუნა გულედანი, შრატონ მეტეხი პალასი, გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი.
ფორუმის მედერატორი იქნება გიორგი შარაშენიძე, Georgia Today-ის რედაქტორი და გენერალური დირექტორი.
შაჰიდ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათი სურვილია ხელი შეუწყონ აღნიშნული სფეროს განვითარებას-„ ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს განვითარებას, ჩვენი მიზანია, აქტიურად ჩავერთოთ ადგილობრივი და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროცესში მსხვილი პროექტების დაფინანსების გზით“- აღნიშნა მამმედოვმა.
როგორც გიორგი ჩოგოვაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძვანელმა განაცხადა საქართველოს წინა წელთან შედარებით 15.4%- ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია- „იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს 1 596 916 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით15.4%-ით მეტია. 2016-17 წლებში საქართველოში 80-ზე მეტი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება“- განმარტა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები






