გახდი წარმატებული საჯარო მოხელე
საზოგადოება - 11:25, 24 May, 2016     4011
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სივრცეში მოქცევამ და ამ სფეროში არსებულმა არაერთმა საკანონმდებლო აქტმა განაპირობა როგორც შემსყიდველთა, ასევე, მიმწოდებელთა ინტერესის ზრდა.

შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გადამზადების აუცილებლობაც გაჩნდა, რათა კანონის მოთხოვნათა და დადგენილი ვადების გათვალისწინებით, ჩატარდეს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები: საჯარო სექტორმა დროულად მიიღოს ხარისხიანი და ჯეროვანი მომსახურება / საქონელი, ხოლო მიმწოდებელმა გაწეული მომსახურების / მიწოდებული საქონლის შესაბამისი ანაზღაურება. რაც, საბოლოო ჯამში, მიმართულია საჯარო მმართველობის ნორმალური ფუნქციონირებისა და მხარდაჭერისთვის.

არსებული სასწავლო მოთხოვნის გათვალისწინება და მსმენელთა ინტერესზე ორიენტირება წარმოადგენს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.

საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის შემუშავდა დარგობრივი კურსი -,,სახელმწიფო შესყიდვები“, რომელიც თეორიულ ცოდნასთან ერთად საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების გაზიარებასაც მოიცავს. ყოველივე აღნიშნული ეხმარება მსმენელებს, უკეთ აითვისონ სასწავლო მასალა და გაუადვილდეთ სახელმწიფო შესყიდვის ეტაპების წარმატებით გავლა.

სკოლაში აღნიშნული სასწავლო პროგრამის მსმენელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, კერძოდ: 2014 წელს 25-მა, ხოლო 2015 წელს - 51-მა საჯარო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა ,,სახელმწიფო შესყიდვების“ დარგობრივი კურსი, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

,,ჩემთვის, როგორც შესყიდვების სპეციალისტისთვის, უმნიშვნელოვანესი იყო სკოლის მიერ ორგანიზებული ერთთვიანი ,,სახელმწიფო შესყიდვების“ კურსის დასრულება, რომელმაც დიდი გამოცდილება შემმატა, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სავარჯიშოების, კერძოდ, კი, შესყიდვის დაგეგმვის ეტაპების შესრულებისას.
აღნიშნულმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემ შემდგომ მუშაობაში, რასაც ადასტურებს შესყიდვის ე.წ. სტატუსის ,,არ შედგა“-ს რაოდენობის შემცირება,“ - აცხადებს ავთანდილ რაზმაძე. მან დარგობრივი კურსის დასრულების შემდეგ წარმატებით გაიარა საკონკურსო-საატესტაციო გამოცდა და დუშეთის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის წამყვანი სპეციალისტიდან გადაინაცვლა შესყიდვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კურსი განკუთვნილია, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, ასევე, მათთვის, ვინც მომავალში გეგმავს აღნიშნულ სფეროში საქმიანობას.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. 2014 წლიდან სკოლა ფუნქციონირებს განახლებული პროგრამებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42