წინადლის სახლ-მუზეუმში, სალონური საღამოების ტრადიცია აღდგა
საზოგადოება - 11:21, 24 May, 2016     3226
22 მაისს წინანდალს ხუთი უცხოელი, თანამედროვე პოეტი და მწერალი ეწვია. ლიტერატურის მოყვარულებს ქართული, თურქული, იტალიური, ებრაული და რუსული თანამედროვე პროზისა და პოეზიის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.

როგორც ცნობილია, სტუმართმოყვარეობით განთქმული ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი, მაშინდელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული კერა იყო. საქართველოში ჩამოსული სტუმრები ჭავჭავაძეების სახლში ეცნობოდნენ, ქართველი ერის ისტორიას, ტრადიციებს, მუსიკასა და მწერლობას. კულტურულ ღონისძიებათა შორის განსაკუთრებულ ადგილს სწორედ სალონური საღამოები იკავებდა. სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული კულტურისა და ტრადიციის გაერთიანება ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ამჯერად ლიტერატურის მეშვეობით მოხდა. ღვინისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გამართულ საღამოს თანამედროვე ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლები მეჰმეთ ოლთუნმა, დავიდე რონდონიმ, ვალერი პოპოვმა, ტატიანა გროზნაიამ და დანიელ ოზმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოში ისინი პოეტ დავით მაღრაძის მოწვევით ჩამოვიდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ .

სხვადასხვა ენაზე პოეზიის კითხვა, დავით მაღრაძის ახალი წიგნის პრეზენტაციით დასრულდა. წინანდალში ჩასულ სტუმრებს, პოეტმა რამდენიმე ლექსი წაუკითხა კრებულიდან, რომლის სახელწოდებაა „უსადაურო“.

„ძალიან მიხარია, რომ ამ ჯადოსნურ ადგილას, ჩემი მეგობრების, გიორგი რამიშვილისა და გიორგი ხარაბაძის დახმარებით, შევძელით ამ საღამოს გამართვა. მნიშვნელოვანია რომ სხვადასხვა ქვეყნის პოეზიას წინანდალში ისევ კითხულობენ და ძველი ტრადიციების აღდგენა ამ ისტორიულ ადგილას პოეზიის მეშვეობით ხდება“- ამბობს დავით მაღრაძე.

პოეზიის საღამოების და ფესტივალების გამართვა წინანდალში მომავალშიც იგეგმება.

2007 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა: გიდონ კრემერის, კრემერატა ბალტიკას, ელისო ვირსალაძის, ლიზა ბათიაშვილის, ხატია ბუნიათიშვილის, ალისა სარა ოტის, მარიო სტეფანო პიეტროდაჩის, ლუკა ლუჩინის, ჯოშუა ბელის და სხვა უცხოელი და ქართველი ხელოვანების საღამოს. ასევე, გაიმართა სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს, ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, დიმიტრი და სანდრო ერისთავების, სერგო ქობულაძის, ლევან მეხუზლას, ირაკლი ფარჯიანის და კარლო კაჭარავს გამოფენები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42