გლდანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
საზოგადოება - 15:10, 23 May, 2016     2329
გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე ახალ, # 35-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ხვალიდან დაიწყება.

დაწესებულება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე. ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

№35 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ ბაღებიდან, რომლებიც 2015 წელს, განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა. სასწავლო დაწესებულება სხვა ბაღებიდან გადმოყვანილი კვალიფიციური პერსონალით და საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეული კადრებით დაკომპლექტდა. ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი კი ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე შემოსული ელექტრონული განაცხადებიდან შეირჩა. ამ დროისთვის, 2-3 წლიანთა ჯგუფის გარდა, რამდენიმე ათეული თავისუფალი ადგილია დარჩენილი. ბაღი 350 ბავშვზეა გათვლილი.

„ ეს არის თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი. აქ ყველაფერი, სათამაშო ოთახი, სამზარეულო, საძინებელი, მაღალი სტანდარტით არის მოწყობილი. ეს იმ 7 -დან ერთ-ერთი დაწესებულებაა, რომლის მშენებლობაც დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ. წელს, ასევე, 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ეყრება საფუძველი. გარდა ამისა, მზადდება კიდევ 13 პროექტი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისში, მიმდინარე წელს, კიდევ 5 ახალი საბავშვო საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება. მათ შორის, ზემო ფონიჭალაში, წინა წლებში დახურული #206 ბაღი, რომელიც ფუნქციონირებას მომავალ კვირაში დაიწყებს.

2016 წელს დედაქალაქში კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42