საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის 19 აპრილს, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა შპს „ენერგოტრანსის“ 500 კვ ძაბვიანი ქსანი-სტეფანწმინდას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სანებართვო დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენის შემდგომ, სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაზრდა მიმდინარე წლის 27 მაისამდე და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა შესაძლებლობა გამოეთქვა შენიშვნები და მოსაზრებები.
საჯარო განხილვას დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






