ქვემო ქართლის რეგიონში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა
საზოგადოება - 13:03, 23 May, 2016     1619

ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვისთვის განკუთვნილი პუნქტები ცხოველთა მეპატრონეებს უსასყიდლოდ მოემსახურება.

სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. თითოეულ პუნქტში დღეში საშუალოდ 8000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი, რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით ხორციელდება. ცხოველთა დეზინფიცირების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ზედამხედველობენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ქვეყნის მთავარი ვეტერინარის მიხეილ სოხაძის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბიოუსაფრთხოების პუნქტები ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე.

ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტების მშენებლობა რუსთავსა და მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის(SCO), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების 8 პუნქტი მოეწყობა, რომელთაგანაც 6 პუნქტს სახელმწიფო ააშენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42