ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, მეუღლესთან, ბენისთან ერთად განაგრძობს ოჯახურ თანაცხოვრებას. იგი საქართველოდან წელიწადზე მეტია ამერიკაში გაემგზავრა და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა. როგორც ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, მისგან კარგი მეოჯახე გოგო დადგა და თავს ძალიან კომფორტულად და კარგად გრძნობს ამ ამპლუაში.
„ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. არაფერს ვაკეთებდი და ახლა დიდი მეოჯახე გოგო გამოვდექი. სულ ვამბობ, ჩემგან ამას არ მოველოდი-მეთქი. რაღაცნაირად მთლიანად გადართული ვარ ოჯახურ საქმიანობაზე, საჭმლის კეთებაზე, დაუთოვება-დასუფთავებაზე. საქართველოში მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი და საჭმლის კეთება არ მიწევდა. ახლა ყველაფერს მე ვაკეთებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე და გავუსწარი კიდეც. მურაბებსაც ვაკეთებ, სახლსაც ვალაგებ, ვკერავ, ვაუთოვებ, აბსულუტურად ყველაფერს ვაკეთებ. როცა ადამიანი გიყვარს, მის გამო ყველაფერს შეძლებ“- ამბობს ნუკი.
მასალის გამოყენების პირობები






