ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუში (Yiwu) „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა, რომელიც „სუოლუნ კომპანის“ მიერ გახსნილი რიგით მეოთხე ობიექტია, სადაც ხდება ქართული ღვინის რეალიზაცია და პოპულარიზაცია.
ქათული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით „ქართული ღვინის სახლი“ ჩინეთში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. „სუოლუნ კომპანია“ მაისის ბოლოს კიდევ სამ „ქართული ღვინის სახლს“ გახსნის სინძიანის პროვინციაში. სულ წლის ბოლომდე, ჩინეთის მასშტაბით, კომპანია 80-მდე „ქართული ღვინის სახლის“ გახსნას გეგმავს.
„სუოლუნ კომპანის“ გენერალური დირექტორი ისიაო ძიუნ უმი მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლის“ რაოდენობის ზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, სადაც დაინტერესებული მომხმარებელი არამარტო ღვინოს, არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიასაც გაეცნობა.
მასალის გამოყენების პირობები