პრობაციონერთა შორის აღმოსავლეთ საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი თბილისის გუნდი გახდა
საზოგადოება - 12:12, 22 May, 2016     1672

პრობაციონერთა შორის გამართულ მინიფეხბურთის ტურნირში, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა.

შეჯიბრებაში თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს პრობაციის რეგიონულ ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მჯავრდებულები მონაწილეობდნენ. ტურნირზე არასრულწლოვანი პრობაციონერებისგან დაკომპლექტებული ნაკრები ცალკე გუნდით იყო წარმოდგენილი. შეჯიბრებაში მეორე და მესამე ადგილებზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს, კახეთისა და შიდა ქართლის გუნდები გავიდნენ.

ჩემპიონსა და პრიზიორებს თასი და მედლები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა გადასცეს. გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

„ფეხბურთის ჩემპიონატი პირობით მსჯავრდებულებისა და პრობაციის ოფიცრების მონაწილეობით ყოველწლიურად ტარდება. სპორტული აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია,“ - განაცხადა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ მაღრაძემ.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტრადიციული ტურნირი მინიფეხბურთში რამდენიმე ეტაპად ტარდება. ივნისში ანალოგიური ტურნირი დასავლეთ საქართველოში გაიმართება, სექტემბერში კი თბილისში ფინალური ასპარეზობა მოეწყობა.

ტურნირის მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაცია „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ადმინისტრაცია, რომელმაც ასპარეზობაში გამარჯვებულებისთვის სპეციალური პრიზები დააწესა.

2015 წელს პირობით მსჯავრდებულთა შორის ჩემპიონობა მინიფეხბურთში სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციონერთა გუნდმა მოიპოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42