არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა და მოქალაქეებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამსახველი ვიდეო - კადრების გავრცელების შემდეგ, ივანიშვილის სასახლესთან რუსეთის დროშა დახიეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილე ათი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
„ჩვენ შევიკრიბეთ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. ბიზნესცენტრთან, რადგან მიგვაჩნია, რომ პუტინის ხელდასმული მონა და ასევე ხელდასმული მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრმა, დავით გოგოხიამ.
"ნიუპოსტთან" შს სამინისტროს პრესსამსახურმა მოქალაქეების დაკავების ფაქტი არ დაადასრურა.
უწყების ინფორმაციით, 10 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, გადაიყვანეს სამინისტროს შენობაში.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათ ჯარიმის სახით 80-80 ლარის გადახდა დაეკისრათ.
მასალის გამოყენების პირობები






