სცენაზე ერთმანეთს ფოლკლორული ანსამბლები ენაცვლებოდნენ:
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფოლკლორული ასნამბლი ,,ივერთა";
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფოლკლორული ანსამბლი;
სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი;
სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული საკრავების გოგონათა ანსამბლი „დეკა“.
საღამო ჰედლაინერმა ანსამბლმა ,,ქართული ხმები" დახურა.
მოგვიანებით ფოლკლორი პოპ-მუსიკამ შეცვალა . საღამო 2013 წლის ,,soundcheck" აღმოჩენამ და 2015 წლის ,,ფანARTის" რჩეულმა-დრამერმა გიორგი კაპანაძემ გახსნა. მონაწილეებმა: ქეთა ლომიძემ, გიორგი ქლაინმა, ნანა პავლიაშვილმა, გიორგი გასვიანმა, ვერიკო მაცაბერიძემ, შოთა ფუტკარაძემ, მარიამ ხურციძემ, ნატა ელბაქიძემ და შოთა ნამორაძემ მსმენელებს საკმაოდ მხიარული და ენერგიული საღამო მოუწყვეს. კონცერტი ჰედლაინემა ჯგუფმა „გამოუვალი მდომარეობა" დაასრულა.
ელექტრონული მუსიკა,როკი,ჰიპ-ჰოპი,ფოლკლორი და პოპი. ეს ის ჟანრებია, რომლებსაც ფესტივალი ხუთი დღის მანძილზე დედაენის ბაღში მასპინძლობდა.საღამოებს, ჟანრის წარმატებული და აღიარებული ჯგუფები-ჰედლაინერები (Green Family, DJ Giga Papaskiri & EL.FLUIDS, ,,ქართული ხმები", „Vanilla Cage“ , ,,გამოუვალი მდგომარეობა“.) ასრულებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები