წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა
საზოგადოება - 19:42, 20 May, 2016     1717

21 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში წერილის წერის 2016 წლის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართება.

„მიწერე წერილი საკუთარ თავს 45 წლის ასაკში“ - ამ სათაურით წერილის წერის საერთაშორისო კონკურსისთვის საქართველოში წერილი 500-მდე მოსწავლემ დაწერა. მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის კონკურსში 52-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან ყველაზე ორიგინალური წერილის ავტორად 15 წლის მიხეილ დალალიშვილი დასახელდა.

საქართველოში გამარჯვებული წერილი მსოფლიოს საფოსტო კავშირის ოფისში ქალაქ ბერნში გაიგზავნება და საერთაშორისო კონკურსის ნომინანტი გახდება.

„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოტო კავშირის ორგანიზებით წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს უკვე მესამედ ატარებს.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების ტრადიციული ფორმის შენარჩუნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42