მედიათეკაში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების მემორიალური დაფების პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 13:28, 20 May, 2016     1302

ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების მემორიალური დაფების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსის მოადგილე ვლადიმერ ლუარსაბიშვილი და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ომარ ბეგოიძე დაესწრნენ.
რუსეთის ხელისუფლების მიერ, ანტი-საბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის ქართველი ოფიცრების დახვრეტიდან 93 წელი გავიდა. ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლებამ 1923 წლის 20 მაისს ვაკის პარკის ტერიტორიაზე 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა.
IDFI-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მონაცემებზე დაყრდნობით, მოიძია რეპრესირებული სამხედრო პირების საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია და თბილისის მერიას წინადადებით მიმართა, რომ სამხედროების ხსოვნის უკვდავსაყოფად მომხდარიყო დადგენილ მისამართებზე მემორიალური დაფების განთავსება.
თბილისის მერიამ გაიზიარა IDFI-ს ინიციატივა და მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით მემორიალური დაფები შემდეგ მისამართებზე განათავსა: დავით აღმაშენებლის გამზირი, #117 (სადაც ცხოვრობდა გენერალ-მაიორი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე); ჭონქაძის #12 (სადაც ცხოვრობდა პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი); დავით თორაძის ჩიხი #3 (სადაც ცხოვრობდა როტმისტერი სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი); ჯავახიშვილის #33 (სადაც ცხოვრობდა როტმისტერი ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი); მ. ლაღიძის ქ. #7 (სადაც ცხოვრობდა იასონ მათეს ძე კერესელიძე); ჭოველიძის ქ. #39 (სადაც ცხოვრობდა ოფიცერი ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე); გ. ლორთქიფანიძის #6 (სადაც ცხოვრობდა დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი).
აღსანიშნავია, რომ მემორიალური დაფები უკვე განთავსებული იყო სამი ქართველი სამხედროს საცხოვრებელ მისამართებზე, კერძოდ, გენერალ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის საცხოვრებელ მისამართზე (ლ. ასათიანის ქ. #46); პოლკოვნიკ როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილის საცხოვრებელ მისამართი (კოჯრის ქ. #4) და პოლკოვნიკ ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილის საცხოვრებელ მისამართი (ძმები კაკაბაძეების #15).
რაც შეეხება დანარჩენ 5 მემორიალურ დაფას, ამ ეტაპზე ინსტიტუტი ოფიცრების საცხოვრებელი ადგილების დადგენაზე მუშაობს.
ღონისძიება თბილისის მერიის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42