საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება
საზოგადოება - 19:14, 19 May, 2016     2249

18 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა არასათანადო სამუშაო პირობების და არათანაბარი ანაზღაურების თაობაზე პროტესტი ტელევიზიის შენობის კიბეზე ჩატარებული პრესკონფერენციით გამოხატა.

აღნიშნული საკითხები თანამშრომლების მიერ არაერთხელ იყო დაყენებული მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრებზე, რის შედეგადაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა რამდენიმე მიმართულებით. ყველა ეს საკითხი, თავის მხრივ,

არის მაუწყებლის რეფორმირების გეგმის ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი, რომელიც შედგება რამდენიმე ძირითადი მმართველი ბლოკის დირექტორებისგან და წარმოადგენს აღმასრულებელ საბჭოს, 6 თვის წინ შეუდგა მუშაობას, რაც ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ ყველა საკითხი მოგვარებული იყოს.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ შესაბამის სამსახურს დავალებული აქვს ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით შეიმუშაოს სახელფასო რანგირების სისტემა, აღნიშნულ პროცესს წინ უსწრებდა სამუშაო აღწერილობების შექმნა

შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის წესის შესამუშავებლად. რანგირების პროცესის დასასრულს შრომის ანაზღაურება ახალი საკადრო პოლიტიკით დარეგულირდება.

თითოეულ თანამდებობაზე სახელფასო განაკვეთები განისაზღვრება სამუშაო დროით, შესრულების ხარისხით და კადრის კომპეტენციით, ასევე შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

აღნიშნული პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია და სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თვლის, რომ აღნიშნული საკითხების განხილვა უფრო პროდუქტიული იქნება ერთობლივად და არა დაპირისპირების რეჟიმში.

პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა, ვფიქრობთ, იყო უდროო, რადგან ორგანიზაციის ფარგლებში საკითხის მოგვარების არსებული რესურსი არ არის ამოწურული და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელფასო რეფორმა დასრულების ეტაპზეა.

ორგანიზაციის მენეჯმენტი აბსოლუტურად ღიაა ყველა თანამშრომლის მოსაზრების მოსასმენად და მიესალმება რეფორმირების მიმდინარეობისას თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების პროცესში ინტეგრირებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42