„გზა არ არის. სანახევროდ არის გაკეთებული ყველაფერი. ქაოსია- ქაოსი. ფანჯარას ვერ ვაღებ ისეთი მტვერი დგება. ეს ერთი კვირაა ისევ დაიწყეს მოხრეშვა. რთული სიტუაციაა. ასე უყურადღებობა როგორ შეიძლება. ახლა არჩევნები რომ მოდის ხომ დაფუცხუნდნენ?! გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ და ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა არჩევნებიმოდის. წლებია ეს საცხოვრებელი ბინები მიტოვებულია და უპატრონოდაა დარჩენილი. ყურადღებას არავინ გვაქცევს. გზა არგვაქვს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს რა არის?! გზის გაკეთება ახლა დაიწყეს არჩევნები, რომ მოახლოვდა“. - აცხადებენადგილობრივები.„არაფერი ცვლილება არაა უკეთესობისკენ. ჩამოშლილია ყველაფერი. გაუმართავია გზები. გადმოფერდებულია სახლები და როდის მოვხვდებით ნგრევაში არ ვიცით. სადაა უკეთესობა და ცვლილება. იყვნენ ამას წინათ, გადაიღეს სურათები და წავიდნენ უკან“-გვითხრა მეგი ურუშაძემ.
„ყველას უკვირს აქ ვინ ცხოვრობსო, ჩვენ სახლს რომ ნახულობენ და გაივლიან, მაგრამ სად წავიდეთ? დაპირებები კი არის, მაგრამ რა ვიცით რა იქნება. ვინ ასრულებს ამ დაპირებებს? 2012 წლიდან დღემდე შეგვაქვს განცხადებები. გუშინ შევიტანეთ კიდევ განცხადება. ახლა დაგვპირდა გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე გაგიკეთებთო. კაი ბიჭია, ვნახოთ რას იზამს. წინა წლებში განცხადებებზე პასუხს საერთოდ ვერ ვღებულობდით. თუ ამ არჩევებზეც არაფერი არ გაგვიკეთეს, მერე არაფრის იმედი არ გვაქვს.“-გვითხრა თამარა როყვამ.
ადგილობრივები გააქტიურებულ წინასაარჩევნო კამპანიაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ კანდიდატებისგან პლაკატები და დაპირებები მრავლად მიიღეს. თუმცა, დაპირებების იმედი დღესაც ნაკლებად აქვთ:
„ეს კანდიდატები მოდიან, გვაძლევენ ამ მის სურათებს, გვპირდებიან რაღაცას გაგიკეთებთო და ვნახოთ რა იქნება,“- აცხადებენ ადგილობრივები.
თეა იოსელიანი- გურია



მასალის გამოყენების პირობები






