"მთელი სოფელი ფეხზე ვდგავართ და არავის გვისმენს, როცა ვჭირდებით, ხომ ვახსენდებით მაშინ"?- პროტესტი გურიაში
საზოგადოება - 18:33, 19 May, 2016     7472

ორი დღეა სოფელ მაკვანეთში ადგილობრივები საპროტესტო აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეებმა მაკვანეთის ცენტრალური გზის ერთი მონაკვეთი დღესაც გადაკეტეს. მათი მთავარი მოთხოვნა იმ კომპანისთვის მუშაობის უფლების შეჩერების მოთხოვნაა, რომელიც უკვე თვეებია მდინარე ბჟუჟიდან ინერტულ მასალას ეზიდება და მოსახლეობას გარკვეულ პრობლემებს უქმნის.გარდა ამისა, ისინი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობის შედეგად დაზიანებული გზის შეკეთებას ითხოვენ:

„პირველ რიგში დამბის გაკეთებას ვითხოვთ, წყალი რომ არ გადმოვარდეს ჩვენსკენ. ერთმა დაგვპირდა არ გააკეთა, მეორე არ აკეთებს".

"ჯერ იყო და ვიძახდით დავიხრჩვით ამ გზაზე ამდენი მტვერის გამო, არავინ არ გაიგონა. ამდენი ქვიშისა და ქვების ნაზიდავი ისეთი ორმოები გაკეთდა მდინარეში, საშიში გახდა უკვე. ზაფხულში ზღვაზე ვერ მივდივართ და მთაში ვერ ვასვენებთ ბავშვებს და მდინარეზეც არ გავუშვათ ბავშვები საბანაოდ? დიდი მანქანებით გააქვთ მდინარიდან ინერტული მასალა. ამათი მანქანების ხმაურში ღამეც მოსვენება არ გვაქვს. სახლები ზანზარებს, ხელისუფლება გვეუბნება, იმათ ვერ გავაჩერებთ, უნდა იმუშაონო. გადავალთ ახლა ცენტრალურ გზაზე, გადავკეტავთ იმ კარიერსაც და ვერც ერთი ვერ იმუშავებენ. ხალხია ძალა და გავაკეთებთ რაც საჭიროა-გვეუბნება მანანა ბაბილოძე

ლია ლმჯარია: ლინჩის წესით უნდა გავასამართლოთ, ბოლო- ბოლო აღარაა სამართალი? წაგვიღო წყალმა.

მარინა მესხიშვილი: ჩვენ რომ რამე ავიღოთ იქ, ჯარიმას დაგვადებენ და ამათმა გადაზიდეს მთელი ჭალა. ბავშვები დადიან ამ გზაზე და გული გვისკდება ამხელა მაქანები რომ მოძრაობენ.

აქ დავიბადე, გავიზარდე და იმის უფლებას მაძლევს არავინ, ერთი კაჭკა ხრეში წევიღო სახლში.

"კაცმა სამ წინადადებაში, სამივე სიცრუე თქვა. ამ დილით 4 საათზე დაბარებული კაცი 9 საათზე გამოგვეცხადა და რამდენი გნებავთ ქალბატონოო-ვაჭრობა დაგვიწყო. ვინ არიან ეს უნამუსოები. მთელი სოფელი ფეხზე ვდგავართ და არავის არ აინტერესებს. როცა ვჭირდებით ხალხი ხომ ვახსენდებით მაშინ?

ეს არის გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია და უნდა იქნეს შესწავლილი თუ რამდენად ასრულებს ეს კომპანია ლიცენზიის პირობებს. მანამდე ჩვენ გადაწყვეტით ვერაფერს ვერ ვიტყვით. მოიკვლევს ალბათ ამ საკითხს სამინისტრო. ჩავაყენებთ კომპეტენტურ სამსახურებს საქმის კურსში-ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებს შეხვდა.


თეა იოსელიანი- გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42