„Just taxi“ − თბილისის იუსტიციის სახლთან მოქალაქეებს ტაქსი მოემსახურება
საზოგადოება - 17:58, 19 May, 2016     10892
თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლების კომფორტისთვის დღეიდან ახალი პროექტი „Just Taxi“ ამოქმედდა. იუსტიციის სახლის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სერვისით სარგებლობა და „Just Taxi“-თ გადაადგილება. „Just Taxi“-ს პირველი მგზავრები დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი ლატვიელი კოლეგა დზინტარს რასნაჩი იყვნენ.

თბილისის იუსტიციის სახლის შენობიდან გამოსულ ყველა მომხმარებელს ამიერიდან საშუალება ექნება, ახალი და კომფორტული „Just Taxi“-ს ავტომანქანებით ისარგებლოს: „HONDA“-სა და „JAC“-ის მარკის უახლესი მოდელები აღჭურვილია თანამედროვე კლიმატკონტროლის სისტემით, კომფორტის შექმნისთვის საჭირო ყველა აქსესუარით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „Just Taxi“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ანგარიშსწორება განახორციელოს მანქანაში დამონტაჟებული საბანკო ტერმინალის საშუალებით. შესაბამისად, მოქალაქეს საშუალება აქვს, აირჩიოს გადახდის სასურველი ფორმა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების სახით. რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს, იგი საბაზრო ფასებს შორის კონკურენტუნარიანია − კილომეტრზე 50 თეთრს შეადგენს და მგზავრობისას არავითარ დამატებით გადასახადს არ ითვალისწინებს, 4 კილომეტრის ჩავთვლით მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში კი, ფასი ფიქსირებულია − მხოლოდ 2 ლარი.

იუსტიციის სახლმა მომხმარებლისთვის „Just Taxi“-ს სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მომხმარებელთა მხრიდან იუსტიციის სახლიდან კომფორტულად მგზავრობის მოთხოვნამ მკვეთრად იმატა. აღნიშნული პროექტის პარტნიორის შესარჩევად კანონის სრული დაცვით გამოცხადდა აუქციონი, რომელშიც პროექტის პარტნიორად შპს „სენა მოტორსი“ გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მომსახურების სტანდარტი „Just Taxi“-ს ავტომანქანებშიც დაცული იქნება: მძღოლებს მოეთხოვებათ, დაიცვან ჩაცმისა და კომუნიკაციის სტანდარტით დადგენილი წესები. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სახლი მუდმივად განახორციელებს ხარისხის კონტროლს „Just Taxi“-ს ავტომანქანებში, მომხმარებელსაც მიეცემა უკუკავშირის საშუალება, გამოთქვას რეკომენდაცია ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამისთვის თითოეულ მანქანაში განთავსდება სპეციალური სტიკერი იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრის ნომრით − 2 405 405. მანქანაში, ასევე, განთავსებული იქნება მძღოლის მოწმობა ფოტოთი და მანქანის ბორტის ნომერი, რაც მომხმარებელს აზრის დაფიქსირებისას კომუნიკაციას გაუადვილებს.

იუსტიციის სახლის მომხმარებელს „Just Taxi“-ს მომსახურების მიღება შეეძლება ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას − 10:00-დან 17:00 საათამდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42