"მთავარი პრობლემა შიმშილია" - მარტოხელა, 3 არასრულწლოვანის დედა შველას ითხოვს
საზოგადოება - 17:36, 19 May, 2016     2670
28 წლის მარტოხელა დედა, "ნიუპოსტს" გაუსაძლისი პირობების შესახებ უყვება და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ვერა გიორგაშვილი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება, ოთხ სულიანი ოჯახის შემოსავალი სწორედ სოციალური დახმარებაა, რომელიც 420 ლარს შეადგენს.

​ახალგაზრდა ქალი ქმარმა წლების წინ მიატოვა და მას შემდეგ 3 არასრულწლოვანთან ერთად, გორიდან თბილისში გადმოსახლდა.

ბოლო ერთი წელია გიორგაშვილი ავჭალაში, მანაგაძის 5 ნომერში მდებარე საერთო საცხოვრებელში დასახლდა, თუმცა არსებობისთვის საჭირო პირობები არ გააჩნია.

"4 ადამიანს ერთ ოთახში გვძინავს, არც სამზარეულო გვაქვს და სველი წერტილებიც საერთოა. სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს ჩვენთანაც იმ ინტენსივობით წვიმს როგორც გარეთ, ვართ გაუსაძლის პირობებში, ძალიან მიჭირს ბავშვების გამოკვება, საკვები უფასო სასადილოდან ამომაქვს, თუმცა საჭმელს ცუდი სუნი აქვს. დღეს ბარკალი წამოვუღე თუმცა ყარდა"- გვითხრა ვერა გიორგაშვილმა.

მისი თქმით, შენობა სადაც ცხოვრობს ავარიულია, არსებობს საშიშროება, რომ აივანი ჩამოინგრეს. გიორგაშვილის ინფორმაციით, არაერთხელ მიმართა გამგეობას თუმცა უშედეგოდ.

"ხელისუფლებაზე მეტად, მოსახლეობა და კეთილი ადამიანები მეხმარებიან. დღეს საჭირო ავეჯის ნაწილი მომიტანეს, ახლა მთავარი საზრუნავი შიმშილის დამარცხებაა. საკვები პროდუქტები ძალიან გვჭირდება"- აცხადებს მარტოხელა დედა.

ვერა გიორგაშვილის თხოვნით, ვაქვეყნებთ ახალგაზრდა ქალის საკონტაქტო ნომერს: 557 635 420





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42