„ვერც ისეთი „დუდუ“ ვარ, როგორც სერიალში“- სად ცხოვრობს მსახიობი საცხოვრებელი სახლის დაწვის შემდეგ
საზოგადოება - 12:25, 19 May, 2016     25369
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი ბოლო დროს ყველასთვის „დუდუსთან“ ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ 48 წლის მსახიობს არაერთი საინტერესო როლი აქვს შექმნილი სცენასა თუ ეკრანზე, სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ და „დუდუს“ გმირი მისთვის სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა. ჟურნალ „სარკესთან“ საუბარისას ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ მას სახლი დაეწვა და შედეგად მისი ოჯახი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

„ძველი გაყვანილობიდან ცეცხლი წამებში აალდა და სახლს მოედო. ჩვენს ზემოთ ვინც ცხოვრობს, ისინიც დაზარალდნენ. ამ დროს გადაღებაზე ვიყავი, შინ ჩემი ცოლი და შვილები იყვნენ. სამზარეულო, დერეფანი, ტექნიკა ყველაფერი დამწვარია. ფაქტობრივად, ქუჩაში ვარ. მხოლოდ საძინებლები გადარჩა. სახანძროდან უნდა მოვიტანო დასკვნა, გამგეობა დამპირდა, მოვალ და მივხედავო. საკუთარი სახსრებით შეუძლებელია, ამ სახლის აღდგენის შანსი არ არის. ხანძარი ღამით მოხდა, 11 მაისს. მეზობლებმა ჩააქრეს. მეზობლებმა დაიწყეს ჩაქრობა, სახანძროს ხომ არ დაელოდებოდნენ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობ, სარდაფები დატბორილია, ძალიან ავარიული ეზოა“-ამბობს ალეკო ბეგალიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას. ჟურნალისტის შეკითხვაზე ამჟამად სად ცხოვრობს მსახიობის ოჯახი, პასუხი ასეთია: „ისევ იმ სახლში ვარ და ამ პირობებში მიწევს ცხოვრება. რას ვიზამთ, ვერც ისეთი დუდუ ვარ, როგორც სერიალში“.


წყარო: ჟურნალი „სარკე“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42