ექვსი ერი საქართველოსა და რუმინეთისთვის კარის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს
სპორტი - 18:59, 18 May, 2016     6891
ექვსი ერის ორგანიზატორები, პლანეტის უძველეს საერთაშორისო ტურნირსა და ერთა თასს შორის „ასვლა-ჩასვლის“ სისტემის დანერგვის შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.

როგორც გავლენიანი დამოცემა therugbypaper-ი იტყობინება, ორგანიზატორთა შორის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ტურნირის „კაპიტალურ რემონტს“ ითხოვენ.

„ექვსი ერის პოლიტიკის ცვლილებასა და საზღვრების გაფართოების მომხრეთა ავანგარდში შოტლანდიელები და უელსელები დგანან , რომელთაც შეუძლიათ კარი გაუღონ საქართველოსა და რუმინეთს და ევროპის უმთავრეს ტურნირში თამაშის შესაძლებლობა მისცენ“ - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი წერს, გადამწყვეტი სიტყვა „მსოფლიო რაგბის“ ახლადარჩეულ პრეზიდენტ ბილ ბომონტს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე წელი თავად ხელმღვანელობდა ექვს ერს და ჯონ ფიიმანსაც. ეს უკანასკნელი , გამოვიდა ინიციატივით, რომ ექვსი ერი აპრილში გადაეტანათ, თუმცა დასძინა, რომ „ეს კომერციული ტურნირის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი იყო.“

როგორც Therugbypaper-ი ამბობს, ექვსი ერის ორგანიზატორები შეკრებას აპირებენ , სადაც 3 ძირითად საკითხზე იმსჯელებენ. ზემოთაღნიშნულის გარდა, დაგეგმილია, ტურნირზე ბონუს-ქულების სისტემის დანერგვისა და ქვედა დივიზიონში „ასვლა-ჩასვლის“ საკითხსაც განხილვაც.

„ისინი თვლიან, რომ დრომ , ექვს ერში ორდონიანი ჩემპიონატის ჩატარების აუცილებლობა მოიტანა. საქმე ეხება სტატუს-კვოს შენარჩუნებას. როგორც იქნა გადაწყვიტეს სერიოზულად დაფიქრდნენ ამაზე და ექვს ერში თამაშის უფლება ევროპის საუკეთესო ნაკრებებს მიეცეს“ - წერს გამოცემა .

„მსოფლიო რაგბის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ბერნარ ლაპასემ, ცოტა ხნის წინ ექვს ერს მოუწოდა - „დაინერგოს ასვლა-ჩასვლის სისტემა, გნებავთ პირდაპირ და გნებავთ პლეი ოფის მეშვეობით. სხვა ქვეყნებს აქ თამაშის იმედი უნდა მივცეთ."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42