"წამების პრევენციის მექანიზმები და უფლებამოსილებები"- ორგანიზაცია IDSD- მ კვლევა წარადგინა
საზოგადოება - 15:14, 18 May, 2016     1326
18 მაისს, „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტმა“ წარადგინა კვლევა ,,წამების პრევენციის მექანიზმები და უფლებამოსილებები“, რომელიც განხორციელდა ,,ალტერნატიული მონიტორინგის მოდელის შემუშავება“ პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს ისეთი საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის მოდელის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრას დახურულ დაწესებულებებში.

როგორც ორგანიზაციის კვლევის შესახებ აცხადებს, სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია სერიოზული როლი ითამაშოს მონიტორინგის პროცესში, პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს და დაზარალებულთა რეაბილიტაციის კუთხით. ასევე, მათი როლი შეიძლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებაშიც.

„კვლევის პირველ ნაწილში განხილულია სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოდელები, ხოლო მეორე თავში განხილულია საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის მოწყობის წესები და ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, არსებული გამოცდილება. არასამთავრობო ორგანიზაციების დახურულ დაწესებულებებში დაშვება, ერთი მხრივ, წარმოადგენს საზოგადოებრივი კონტროლის გაზრდის საშუალებას ამ დაწესებულებებზე, ხოლო მეორე მხრივ მათი მუშაობის გაუმჯობესების ერთ-ერთ მექანიზმს. საზოგადოებრივი კონტროლი, პირველ რიგში, თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის პრევენციას ემსახურება. აღნიშნული გულისხმობს თავისუფლებააღკვეთილი პირების მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს და იმ რისკების გამოვლენას, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. იმავე კონტროლის ფარგლებში მოხდება დარღვევების გამოვლენაც და მათი აღმოფხვრის თვალსაზრისით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. საქართველოში წლების განმავლობაში იქმნებოდა სხვადახვა სახის მონიტორინგის მექანიზმები, თუმცა ისინი, ზოგ შემთხვევაში, ფინანსური სახსრების არარსებობის და ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფოს პოლიტიკური ნების გამო წყვეტდნენ არსებობას. ამჟამად მოქმედი „პატიმრობის კოდექსი“ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმს აღარ ითვალისწინებს. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტები პერიოდულად იღებენ მონაწილეობას მონიტორინგში, თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა დაშვება სახალხო დამცველის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობაში ექსპერტები მონაწილეობენ არა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, არამედ ინდივიდუალურად.წინა წლებში დახურულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაზე და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სამოქალაქო საზოგადოება ასევე, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პირები აკეთებდნენ მკვეთრ განცხადებებს და სარგებლობდნენ სახალხო დამცველის ანგარიშებით. ბოლო პერიოდში აღნიშნულმა საკითხებმა დაკარგა აქტუალობა და ინტერესი. მიუხედავა იმისა, რომ სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშის მიხედვით დღესაც არასახარბიელო მდგომარეობაა არასათანადო მოპყრობის მხრივ განსაკუთრებით პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, აღარ ჩანს აღნიშნული საკითხისადმი ინტერესი.

ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების სტრატეგია ითვალისწინებს სასჯელაღსრულების სისტემაში ეფექტიანი საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბებას. მიუხედავად აღნიშნულისა, დღემდე არ გადადგმულა შესაბამისი ნაბიჯები და საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის თაობაზე აღარ მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენი მიზანია, დახურულ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის გაძლიერებისთვის, დახურული ინსტიტუციების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის მოდელის შემუშავება, რომლის არსებობა და ქმედუნარიანობა არ იქნება დამოკიდებული კონკრეტული თანამდებობის პირების (მაგ. სახალხო დამცველის ან/და სასჯელაღსრულების მინისტრის) კეთილ ნებაზე. ამასთან, საზოგადოებრივი მონიტორინგი მეტ გამჭვირვალობას შეიტანს თავისუფლების აღკვეთის/შეზღუდვის ადგილებში და გააადვილებს იქ არსებული პრობლემების გამოვლენასა და აღმოფხვრას. საზოგადოებრივი მონიტორინგის არსებობა ასევე დაეხმარება სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნულ მექანიზმს პრინციპული საკითხების ადვოკატირებაში.“- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42