„ფრესკოს“ დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადება
საზოგადოება - 14:26, 18 May, 2016     12431

2016 წლის 17 მაისს, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში „იმედის ქრონიკა“ ნაჩვენები იყო სიუჟეტი, რომელიც დაკავშირებული იყო Panama Papers –ის ე.წ სკანდალურ სიასთან, ოფშორული კომპანიების მფლობელების შესახებ, სადაც რიგით პირველმა გაიჟღერა ჩემმა გვარმა, როგორც ასეთი კომპანიის ბენეფიციარმა და თან აღნიშნული იყო, რომ მე ვარ კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი და ის ვასილ სოფრომაძე, რომელმაც თავის სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოში“ გააჟღერა საქართველოს ჰიმნი.

პატივცემულო „იმედის“ჟურნალისტებო და პატივცემულო საზოგადოებავ!

მინდა განგიმარტოთ, რომ ოფშორული კომპანიის ბენეფიციარობა და მფლობელობა არ არის დანაშაული. დანაშაულია გადასახადების დამალვა და მისგან თავის არიდება.

მინდა ასევე ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ ბევრ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს ოფშორული ზონები, მათ შორის ისეთ ქვეყანაში როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

მე არასოდეს არ დამიმალავს, რომ ვფლობ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებს. დიახ კომპანიებს და არა მხოლოდ ერთ კომპანიას, როგორც ეს ახსენეს სატელევიზიო გადაცემაში (თუ, რამეს აკეთებთ ბოლომდე პროფესიონალურად გააკეთეთ). და კიდევ უფრო მეტი, ეს კომპანიები ყველა ცნობილია საქართველოში, რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და მათზე ინფორმაცია საჯაროა.

რაც შეეხება საქართველოს ჰიმნს, ვაღიარებ მქონდა ეს „დანაშაული“ და „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში ყოველ საღამოს 21:00 სთ -ზე ჟღერდა საქართველოს ჰიმნი. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მომხმარებლის და ჩვენი თანამშრომლების, რომლებიც დიდი სითბოთი და ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ წამოწყებას, მაგრამ სამწუხაროდ იძულებული შევიქმენი სოციალურ ქსელებში წამოწყებული, მე ვიტყოდი გააზრებულად აგორებული, ნეგატიური რეაქციის შემდეგ და თან ისეთი ხალხის მიერ, რომლებიც არასოდეს არ ყოფილან ჩვენი მომხმარებლები ამ აქციაზე უარი მეთქვა.

ძვირფასო „იმედის“ ჟურნალისტებო, გადაამოწმეთ ინფორმაცია რომელსაც აწვდით თქვენს მაყურებელს! ვინაიდან, უკვე ოთხი თვეა, საქართველოს ჰიმნი ჩვენს ქსელში აღარ ჟღერს.

და ახლა მთავარზე, მე არავითარ შემთხვევაში არ მექნებოდა რეაქცია ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე და არც ამ განცხადებით შეგაწყენდით თავს, რომ არა ერთი გარემოება: გადაცემაში გაიჟღერა „ფრესკოს“ სახელმა და თან რაღაც სკანდალურ სიასთან მიმართებაში.

მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ ყველას! თავი შეიკავეთ და შორს დაიჭირეთ თქვენ ხელები საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიისგან.

კომპანიისგან, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში შექმნა ათასობით სამუშაო ადგილი და საქართველოს ბიუჯეტში შეიტანა მილიონობით ლარი, რომ არაფერი ვთქვა ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციებზე ქვეყნის ეკონომიკაში.

დღეს „ფრესკოში“ ძალიან სერიოზული რეფორმები მიმდინარეობს, რომლის მიზანიცაა გამოასწოროს და აღმოფხვრას რითეილ ბიზნესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგროვილი პრობლემები და არსებული ნაკლოვანებები და ყველაფერი ამის შედეგად ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს საუკეთესო ფასები, მომსახურება და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის და ჩემი შემოსავლებისთვის უკეთესი იქნებოდა არ წამომეწყო ჩვენს გუნდთან ერთად ეს ძალიან სერიოზული და სტრუქტურული გარდაქმნები. ვინაიდან, ამას ჩვენთვის დამატებითი ხარჯების და თავის ტკივილის მეტი, ამ ეტაპზე, არაფერი არ მოაქვს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ როგორც ყოველთვის, ყველაფერი გამოგვივა და უახლოესი თვეების მანძილზე ჩვენს მოსახლეობას და მომხმარებელს წარვუდგენთ განახლებულ „ფრესკოს“- აცხადებს სოფრომაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42