10 მაისს, სამედიცინო კორპორაცია ევექსმა და საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში, შესაბამისი პროფილის სტუდენტები შეძლებენ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, ჩაერთონ საგანმანათლებლო და კვლევით ღონისძიებებში, რაც საშუალებას მისცემს მათ წარმატებით დასაქმდნენ სამედიცინო კომპანია ევექსში.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების პრაქტიკული ცოდნის განვითარებას, ამ მიზნით ბევრ დაწესებულებასთან თუ წამყვან ორგანიზაციასთან აფორმებს სხვადასხვა სახის მემორანდუმებს.
გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორთან ქ - ნ თამარ ლობჟანიძესთან.
რა სარგებლობას მოუტანს კომპანია ევექსთან გაფორმებული მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის სტუდენტებს?
სტუდენტებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება, ჩაერთონ საგანმანათლებლო, კვლევით და პრაქტიკულ ღონისძიებებში და რაც მთავარია - წარმატეით დასაქმდნენ აღნიშნულ კომპანიაში განსაკუთრებით მნიშვნელობანია, რომ სტუდენტებს ექნებათ კვლევების წარმოების მდიდარი ბაზა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? იგეგმება თუ არა მსგავს მსხვილ ჰოსპიტალურ ქსელთან თანამშრომლობა?
ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საუკეთესო კლინიკებთან. ეხლა მზადდება თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ჰოსტილების ასოციაციასთან, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე ჩვენს გეგმებს, მაისის თვეში ხელი მოეწერება მემორანდუმს სტამბულის მედიპოლის უნივერისტეტთან და ერთ - ერთ ჰოსპიტალურ ქსელთან, რის საფუძველზეც მოხდება სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვა ჯანდაცვის მენეჯმენტის, საექთნო საბაკალავრო, სტომატოლოგიისა და ფარმაციის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ერთ - ერთი წამყვანი მრავალპროფილური უნივერსიტეტია, რომელსაც მოწინავე ადგილი უკავია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
მასალის გამოყენების პირობები






