„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. ისინი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნებით ხელმძღვანელობას რამდენიმეჯერ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ისინი ასევე მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს შეასრულოს მედიატორის როლი.
ადმინისტრაციას კი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 21 დღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობას მათ მოთხოვნებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
„მთავარი მოთხოვნები ჩვენ გაწერილი გვაქვს იმ შეტყობინებაში, რომელსაც ჩვენ დღესვე გავუგზავნით ჯანდაცვისა და შრომის მინისტრს, ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 21 დღეში კანონიერი გაფიცვის უფლებას ვიტოვებთ. აქ საუბარია ხელფასების ზრდაზე, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე“, - აცხადებს ჟურნალისტი ლაშა მესხი.
მასალის გამოყენების პირობები






