„სოციალური პარტნიორობა“ ძოძუაშვილების ოჯახის გადასარჩენად!
საზოგადოება - 17:27, 17 May, 2016     1946

„სოციალური პარტნიორობას“ თხოვნით მიმართა ელენე ძოძუაშვილმა - ახლაგაზრდა დედამ, რომელიც მარტო ზრდის შვიდ შვილს. იმ პირობების წარმოდგენაც კი ძნელია, სადაცმას და მისი ოჯახს უხდება ცხოვრება.

როგორ დააძინოს 7 ბავშვი პატარა ოთახში, რომლის ფართი სულ 9 კვადრატული მეტრია - აი ეს არის ყოველდღიური პრობლემა ძოძუაშვილების ოჯახში.

ეს ოჯახი თბილისის გარეუბანში, ფონიჭალაში ძველ მიტოვებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, რომელიც მალე უნდა დაანგრიონ. მიუხედავად იმისა, რომ შენობა სრულიად გამოუსადეგარია საცხოვრებლად, ელენე შიშით ელოდება იმ დღეს, როდესაც საცხოვრებელს დაანგრევენ, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, შვიდ შვილთან ერთად პრაქტიკულად ქუჩაში აღმოჩნდება.

პაწაწინა ოთახში დგას ორი საწოლი და კარადა. თითოეულ საწოლზე სამ-სამ ბავშვს სძინავს, ხოლო დედას მეშვიდე შვილთან ერთად იატაკზე. აქვე ჭამენ, სწავლობენ გაკვეთილებს და დაბანასაც კი ახერხებენ, რადგან სართულზე მოწყობილ საპირფარეშოში შესვლაც კი საშიშია. აქ ცივა, საშინელი ანტისანიტარიაა, ხშირად წყალი არ მოდის.

ამ შენობაში ვირთხებია. მათგან თავდასაცავად ელენე ხაფანგებს დგამს და მუდმივად ყურადღებით არის, რომ შემთხვევით ბავშვები არ მივიდნენ.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ საშინელ პირობებში ცხოვრებისთვის ელენეს თვეში 120 ლარის გადახდაც კი უწევს.

ელენეს დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან საჭმელი მოაქვს. ბავშვები ამბობენ, რომ გემრიელია... მაგრამ სხვა არჩევანი მათ არ აქვთ, შედარებაც არაფერთან შეუძლიათ.

მიუხედავად ყველა პრობლემისა, ბავშვები ძალიან კეთილი და განვითარებულები არიან. უფროსი გოგონა მარიამი 15 წლისაა. მას უნდა, რომ თარჯიმანი გამოვიდეს და თარგმნოს ქართული ხალხური ზღაპრები უცხო ენებზე. 13 წლის ბექა მორიდებული და შრომისმოყვარე ბიჭია. მას შემდეგ, რაც ისინი მამამ მიატოვა, მარიამი და ბექა დედას ეხმარებიან და ზრუნავენ უმცროს ძმებსა და დებზე! 11 წლის ლუკა, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო საკვებს ვერ იღებს და საშინელ პირობებში ცხოვრობს სპორტსმენია და იღებს დიპლომებსა და მედლებს. თეონა და ნინო კარგად სწავლობენ. მათ იციან, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა თავი დააღწიონ სიღატაკეს. 8 წლის გიორგი თავის ასაკთან შედარებით ბევრად განვითარებულია და მსჯელობს ზრდასრული ადამიანივით. ყველაზე უმცროსი საბა კი სულ მოწყენილია, რადგან სათამაშოები არ აქვს.

იმისთვის, რომ ძოძუაშვილების ოჯახმა იარსებოს, მას ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტები და წამლები ბავშვებისთვის, ჰიგიენის საშუალებები, სასკოლო ნივთები, საბავშვო ტანისამოსი და ფეხსაცმელი.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ვერ დარჩა გულგრილი ამ ადამიანების უბედურებისგან, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ აქციას ძოძუაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად!

მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ ყოფა ამ ოჯახს და გადავარჩინოთ ბავშვები!

თუ თქვენ საშუალება გაქვთ ფინანსურად დაეხმაროთ მათ, შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხები „სოციალური პარტნიორობის“ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ძოძუაშვილის ოჯახი) ან პირდაპირ ჩვენი საიტის მეშვეობით https://fsp.ge/ge/donate/132.

თუ დახმარება არ შეგიძლიათ, გააზიარეთ ეს ამბავი რათა მან თავის ადრესატი იპოვოს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42