“სოციალური პარტნიორობა“ დარჯანიების ოჯახის დასახმარებლად!
საზოგადოება - 15:41, 17 May, 2016     1868

დარჯანიების ოჯახმა. ძალიან მძიმე ცხოვრება განვლო და ახლა ისინი საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ოჯახის სამი წევრი საქველმოქმედო ფონდის, „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. თენგიზი და მანანა ეტლით მოსარგებლე შშმ პირები არიან რადგან კიდურები აქვთ ამპუტირებული. მათთან ერთად ცხოვრობს 91 წლის ბებია თამარი, რომელიც უსინათლოა და საწოლიდან ფაქტობრივად ვერ დგება.

ოდესღაც, დარჯანიებს ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, სოხუმში ცხოვრობდნენ დიდ საკუთარ სახლში. აფხაზეთის ომის დროს თენგიზი იბრძოდა სამშობლოს ერთიანობისთვის, ომის დასრულების შემდეგ იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა სოხუმი და თბილისში ჩამოსულიყო. მაშინ არც კი იცოდნენ რა განსაცდელი ელოდათ წინ. თენგიზის და მანანას ვაჟი, მათი საყრდენი და იმედი, 21 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ მშობლები გაანადგურა. გაუთავებელი ნერვიულობისგან თენგიზს და მანანას შაქრიანი დიაბეტი დაემართათ, შემდეგ ორივეს განგრენა განუვითარდა და ქვედა კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ ხოლო ბებია თამარმა მხედველობა დაკარგა...

მათ ტანჯვას საზღვარი არ აქვს. ორი ადამიანი ეტლით გაჭირვებით გადაადგილდება, ცდილობს ერთმანეთს და უსინათლო ბებიას მიხედონ. ტანსაცმლის ჩაცმა, ხელ–პირის დაბანა, სადილის გაცხელება – ეს მათთვის ყოველდღიური განსაცდელია!

ოჯახის დანაზოგი თანხა დიდი ხნის წინ ამოიწურა. თავი სოციალური დახმარებით გააქვს, რომელიც არა თუ საკვებისთვის და კომუნალური გადასახადებისთვის, არამედ სასიცოცხლოდ საჭირო წამლებისთვისაც არაა საკმარისი.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, დარჯანიების ოჯახის დასახმარებლად, გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ მათი პრობლემები და განსაცდელში მარტო არ დავტოვოთ.

თანხა მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დარჯანიების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/131/

ნებისმიერი სახის დახმარება მათ ცხოვრებას შეუმსუბუქებს. ერთად ვაკეთოთ სიკეთე და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42