აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ახალი მანქანები გადეცა
საზოგადოება - 13:21, 17 May, 2016     1215
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ახალი მანქანები გადეცა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცენტრისთვის სამი მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენა აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა სრულად რეაბილიტირებული შენობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოთახ-მაცივარი, სადაც აჭარის რეგიონისთვის განკუთვნილი ვაქცინების მარაგი ინახება და მოისმინა პრეზენტაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაობის შესახებ.

,,აჭარის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა რეგიონში ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო გარემო უზრუნველჰყოს. ექიმის შეცდომამ შეიძლება ერთი პაციანტის სიცოცხლე შეიწიროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმართაობამ კი ათასობით ადამიანის“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

აჭარა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და კლიმატური პირობებით მიჩნეულია მალარიის ენდემური გავრცელების რეგიონად. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც დასახლებულია აჭარის რეგიონის მოსახლეობის 80%, განეკუთვნება ჰიპერმალარიოგენულ ზონას. ინტენსიური მიგრაციის და ტურიზმის განვითარების გამო მალარიისა და სხვა ტრანსმისიული დაავადებების შემოტანის მაღალი რისკი არსებობს. სწორედ ამის გამო ყოველწლიურად რეგიონში თებერვლის თვიდან იწყება მალარიოგენური ტერიტორიის აღრიცხვა/პასპორტიზაცია, ხოლო მაისი–ოქტომბრის თვეში კი აღრიცხული ფართის გამოკვლევა და ინსექტიციდით დამუშავება. მიმდინარე წლისათვის უსაფრთხო ტურისტული სეზონის უზრუნველსაყოფად ორჯერადად დამუშავდება 750 000 კვ.მ. ფართი. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ხორციელდება გადამდები დაავადების კერების კვლევა, ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის შეწყვეტილი კერების მოძიება, ანოფელოგენური ფართის გამოკვლევა/დამუშავება, ვაქცინოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედვლობის საინფორმაციო სისტემის მონიტორინგი, ცენტრისათვის მნიშვნელოვანია გამართული და მაღალი გამავლობის ავტომობილების ყოლა, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონის რთულად მისადგომ სოფლებში ვიზიტის განსახორციელებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42