“ქოლგას“ ფარგლებში ფოტოგამოფენა - „კალეიდოსკოპი 2“ გაიხსნა
საზოგადოება - 18:59, 16 May, 2016     1578

კოსტავას გამზირზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა ფოტოგამოფენას, „კალეიდოსკოპი 2“ მასპინძლობს, რომელიც ფოტოკონკურსის „ქოლგას“ ფარგლებში იმართება.

ექსპოზიციაზე ფოტოგრაფიით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდების ფოტონამუშევრებია წარმოდგენილი. მოყვარული ფოტოგრაფებისთვის ფოტოგრაფია არა ყოველდღიური საქმიანობა, არამედ რუტინისგან თავის დაღწევისა და თვითგამოხატვის საშუალებაა.

„კალეიდოსკოპის“ კონცეფცია შემდეგ პრინციპებს ემყარება: თანამოაზრეების შემოერთება, მიტოვებული, უფუნქციოდ დარჩენილი შენობების რამდენიმე დღით საგამოფენო სივრცედ გარდაქმნა და მათი სხვა პერსპექტივით წარმოჩენა.

წელს „კალეიდოსკოპი 2“-ის მონაწილე ფოტოგრაფებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა საკუთარი ძალისხმევით გარდაქმნეს საგამოფენო სივრცედ და ის დამთვალიერებელს სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოუდგინეს.

„კალეიდოსკოპი 2“ ერთი წლის წინ დაწყებული ამავე სახელწოდების პროექტის გაგრძელებაა, რომელიც პირველად 2015 წლის 15 ნოემბერს გამოიფინა. კალეიდოსკოპური ფოტოებითა და საკუთარი ძალისხმევით 9 ფოტოგრაფმა რამდენიმე დღით თბილისის ძველი საბაგიროს ქვედა სადგურის გაცოცხლება შეძლო.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს 17 მაისამდე ელოდება.

თიბისი ბანკის ტრადიციას წელსაც აგრძელებს და უკვე მეთორმეტედ „ქოლგას“ გენერალური პარტნიორია. თიბისი გალერეა, არტ-გალერეა და ტელეკომპანია „არტარეა“ კი ფოტოკონკურსის მხარდამჭერები არიან. წლევანდელი ფოტოკვირეულის ფარგლებში თიბისის გალერეების და „არტარეას“ საგამოფენო სივრცეები ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს ეთმობათ.

წელს ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფი იღებს. „ქოლგას“ ფარგლებში დამთვალიერებელს 15-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენის სთავაზობს.

თიბისი ბანკმა წელსაც გამოავლინა საკუთარი რჩეულები. ბანკმა მობილური ტელეფონით გადაღებული საუკეთესო ფოტოების ორი ავტორი (ნომინაცია „მობილური ფოტო“)Iphone 6-ებით დააჯილდოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42