თამარ ხულორდავამ კავკასიის სამართლის სკოლის სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება - 12:55, 15 May, 2016     1972

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კავკასიის სამართლის სკოლის XI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ბუნებითი და პოზიტიური სამართალი “ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიიღეს.

თამარ ხულორდავამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კავკასიის უნივერსიტეტისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში ვუმასპინძლეთ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სხვადასხვა აკადემიურ ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან. კავკასიის უნივერსიტეტთან და კავკასიის სამართლის სკოლასთან გაფორმებული გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს წარმატებული სტუდენტების ჩართვას სამინისტროს მუშაობაში და ასევე სტაჟირების გავლას. იმედი მაქვს დღევანდელი შეხვედრა სტუდენტებს გარკვეულ მოტივაციას აუმაღლებს რათა მომავალში მათაც ქონდეთ სურვილი გახდნენ საჯარო მოხელეები.“- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კონფერენციაზე სტუდენტებმა სამართლის სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს, რომელიც კრებულის სახითაა გამოცემული. მათი პრეზენტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შეაფასეს.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რათა საშუალება მიეცათ სტუდენსებს მოსულიყვნენ და გაეგოთ სამინისტროში მიმდინარე პროსეცებზე და მოესმინათ ის პრობლემები რაზეც კონფერენციის ფარგლებში იყო საუბარი.“-განაცხადა კახა შენგელიამ.

კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტსა და „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც აკადემიურ დარგში თანამშრომლობას გულისხმობს.

კონფერენციის დასასრულს სამი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა, რომლებიც 2016 წლის ოქტომბერში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს კი სართიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42