უკვე მეორე წელია თბილისი „სიცილისა და პოზიტივის კარნავალს“ ზეიმობს. გასულ წელს ეს დღესასწაული საკარნავალო მსვლელობით რუსთველის გამზირზე აღინიშნა. წელს კი ვარდების (რესპუბლიკის) მოედანზე გადმოინაცვლა. კარნავალის ორგანიზატორები ხალისიან და დაუვიწყარ დღეს გვპირდებიან.
დეა თავბერიძე, კარნავალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი: „ამ დღეს ფულს სიცილი ჩაანაცვლებს. კარნავალზე შეგიძლიათ შეიძინოთ ტკბილეული, სათამაშოები, საკარნავალო აქსესუარები. აქ იხილავთ ჯამბაზებს, ზღაპრის სხვადასხვა გმირებს, თქვენთვის დაუკრავს ცოცხალი მუსიკა.
თქვენს განწყობაზე კი იზრუნებს ინდოეთიდან სპეციალურად ამ კარნავალისთვის საქართველოში ჩამოსული მაგნო შავდია. კარნავალს ასევე შემოუერთდა „ნიკოლ შოუს“ პოზიტიური გია ნიკოლაძე ძველი ჰიტითა და მხიარული ახალი სიმღერით. აუცილებლად გამოეწყვეთ საკარნავალოდ და მოდით. ეს დღე მთელ წელს გაგილამაზებთ…
მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს.
კომპანიებს: „ჭიტას“, „საამურს“„გორგიას“ „Never Land“ „Tiens“
მედია პარტნიორებს: „ჟოლოს“ , „ნიუპოსტს“ „პრაიმტაიმს“, „კვირას“, „პირველ ინფოს“, „სხვა რაკურსს“.
თავისუფალი ცოდნის სახლს.
„სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ ჩატარდება
15 მაისს, 14:00 – 16:00, ვარდების (რესპუბლიკის) მოედანზე.
მასალის გამოყენების პირობები