ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერია
საზოგადოება - 10:28, 14 May, 2016     2015

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრმა უწყებებმა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 1 წლის ანგარიში წარადგინეს. დოკუმენტი გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით შემუშავდა და 2015 წლის მარტში დამტკიცდა. საქართველო ევროკავშირის პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი შეიმუშავა და მიიღო.

გაეროს დანაშაულის და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლის ფრანჩესკო მიორინის განცხადებით,საქართველოს მიერ ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება დიდი მიღწევაა არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. „სტრატეგია წარმოადგენს მოდელს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მაგალითს აიღებენ საქართველოსგან. ქართველი ექსპერტები ეხმარებიან სხვა ქვეყნებს რეგიონში სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ რეგიონალურითანამშრომლობა არის უმთავრესი ქბრბ რისკების შემცირების საკითხში, იმიტომ რომ ქვეყანას მხოლოდ საკუთარი ძალებით არ შეუძლია მასალების გავრცელების კონტროლი. მეზობელ ქვეყნებთან დიალოგი ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

საბჭოს სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქბრბ უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ პრაქტიკულ ღონისძიებებს. აღინიშნა, რომ 2015 წლის 1 აგვისტოდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილია ბირთვული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის 4 ფაქტი. მათ შორის, ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაბალგამდიდრებული და გაღარიბებული ურანის კონტრაბანდის ფაქტებს. სულ დაკავებულია 19 პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, რასაც დადებითი შეფასებები მოჰყვა პარტნიორი ქვეყნების შესაბამისიუწყებების მხრიდან. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურანის ამოღების ფაქტებს. ექსპერტებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აღნიშნული საქმის გახსნის მნიშვნელობას და სუს-ის თანამშრომლების მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

საბჭოს სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გაყოფის შემდეგ, უწყებათშორის საბჭოს სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს. შეხდვედრაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის , ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების დეპარტამენტების დირექტორები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.სხდომას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციის და გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის (UNICRI) წარმომადგენლები .ღონისძიება UNICRI-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ბიოლოგიური დაცულობისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებს, ასევე ქიმიურ კომპონენტს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შექმნისთვის საჭირო კომპონენტების გაუვრცელებლობას, ნარჩენების მართვას, ცნობიერების ამაღლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, წვრთნისა და აღჭურვის გზით შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციებისა (მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს N1540 რეზოლუცია) და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების იმპლემენტაციას, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.დოკუმენტი 30 პრიორიტეტისა და 118 აქტივობისგან შედგება და ორიენტირებულია საფრთხეების შემცირების ისეთ კომპონეტებზე, როგორებიცაა პრევენცია, გამოვლენა, მზადყოფნა და რეაგირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42