რატომ არ ჩატარდა ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად დაანონსებული საქველმოქმედო კონცერტი
საზოგადოება - 15:08, 13 May, 2016     37578
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული კონგრესი"-ის ორგანიზებით 12 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ ჯაბა ბოჯგუას საქველმოქმედო კონცერტი უნდა გამართულიყო, რომელშიც მონაწილეობა ქართული შოუ-ბიზნესის არაერთ წარმომადგენელს უნდა მიეღო. მიუხედავად სურვილისა და მონდომებისა, კონცერტი არ შედგა. მიზეზის გასაგებად „ნიუპოსტი“, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული კონგრესი"-ის ხელმძღვანელს, რატი რატიანს დაუკავშირდა.



„მიუხედავად თბილისის მერიისა და მომღერლების დიდი მხარდაჭერისა, ასევე საზოგადოების დიდი გამოხმაურებისა როგორიც ინტერნეტ სივრცეში იყო, პრობლემა ის არის, რომ ბილეთები არ გაიყიდა. სამწუხაროდ ხალხი არ დაინტერესდა ამ საქველმოქმედო კონცერტით, რომელიც ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად კეთდებოდა.

თვენახევრის განმავლობაში ვის არარ მივაწვდინეთ ხმა, ყველამ იცოდა ამ კონცერტის შესახებ, თუმცა მხოლოდ 100 ბილეთამდე გაიყიდა. ფილარმონიის იჯარას თბილისის მერია იხდიდა. ბატონი დავით ნარმანია ძალიან შეწუხდა როცა გაიგო იმის შესახებ, რომ კონცერტი ვერ გაიმართებოდა. თუმცა ჩვენ რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად გადავაკეთებთ ამ კონცერტს და აუცილებლად დავეხმარებით ჯაბა ბოჯგუას. ეს პირადად ჩემი დიდი სურვილიც არის. რაც შეეხება უკვე გაყიდულ ბილეთებს, კუთვნილი თანხა აუცილებლად უკან დაუბრუნდებათ“.

შეგახსენებთ რომ ჯაბა ბოჯგუა უკვე 8 წელია ლოგინს არის მიჯაჭვული. უკიდურესი გაჭირვების გამო კი მას და მის ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. კონცერტის მიზანი იყო, შემოსული თანხით დახმარებოდა ბოჯგუას ოჯახს, თუმცა როგორც უკვე გითხარით კონცერტი სამწუხაროდ ვერ შედგა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42