"ყაზტრანსგაზ-თბილისი" აბონენტებს გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს
საზოგადოება - 12:13, 13 May, 2016     7602
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" თავის აბონენტებს გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის, მთაწმინდის და საბურთალოს რაიონის ნაწილს.

კრწანისის რაიონში გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, პარასკევს, 13 მაისს 11.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის ქ. N2/4, N8-1, N8-2, N8-3, N8-4, გორგასლის ქ. N40-ში მდებარე შპს "დონნა გრუპ"-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
ასევე გაზის მიწოდების გარეშე დარჩება გულიას ქუჩაზე - რესტორანი "თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი", სასტუმრო "ბაზალეთი", გორგასლის ქუჩაზე - ყოფილი ციხეების ტერიტორიაზე არსებული სასჯელაღსრულების N12 დაწესებულება და თავდაცვის სამინისტროს ობიექტი, შპს "პირველი კომპანია", შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი", საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - "ჯიპა", შპს "ასელი", "ბილაინ"-ის ოფისი - შპს "მობიტელი", შპს "ფრესკო" სუპერმარკეტი, სს "კრწანისი-პური", პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს შენობები, ყოფილი ფაბრიკა "ნადიკვარი"-ს ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტები და სხვა (400-მდე აბონენტი).

მთაწმინდის რაიონში ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, დღეს 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება ზანდუკელის ქუჩის მიმდებარედ 50-მდე აბონენტს.

საბურთალოს რაიონში ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, დღეს 11.00 სთ-დან 13.00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება გაგარინის ქ. N25-ში მცხოვრებ 30-მდე აბონენტს.

სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება გაზის მიწოდება.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხს არ აგებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42