აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო მომსახურების სერვისი გაუმჯობესდა
საზოგადოება - 11:52, 13 May, 2016     1307
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომხმარებლის კმაყოფილების ზრდისა და კონსულტაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არაერთი ცვლილება განახორციელა. დღის განმავლობაში ბიუროს სატელეფონო კონსულტაციის მსურველი 500-დან 600-მდე მოქალაქეა. დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, შემოსული ზარების ნაწილი უპასუხოდ რჩებოდა, რადგან კონსულტაციას მხოლოდ 3 ოპერატორი გასცემდა.

უპასუხო ზარების თავიდან აცილებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა და განისაზღვრა ბიუროს ცხელი ხაზის პროგრამული უზრუნველყოფის რეორგანიზაცია. ამასთანავე, მოხდა კადრების რაოდენობრივი ზრდა. ბიურომ საკონსულტაციო ჯგუფში 12 კონსულტანტი დაამატა. განხორციელდა ახალი თანამშრომლების გადამზადება სამართლებრივ საკითხებში, ეფექტიან სატელეფონო მომსახურებასა და პრაქტიკული ტრენინგ-კურსები სააღსრულებო წარმოებაში.

რეორგანიზაციის ფარგლებში, განხორციელდა ახალი სერვისის დამატებაც: სატელეფონო კონსულტანტები შემოსული ზარების პასუხის გარდა, ახორციელებენ გამავალ ზარებსაც, კერძოდ, სატელეფონო კონსულტანტი უკავშირდება მოქალაქეს (მოვალეს) და ცნობის სახით ატყობინებს, რომ მის მიმართ დაწყებულია წარმოება. აღნიშნულმა ცვლილებამ და მოქალაქეთა დროულმა ინფორმირებამ დავალიანების არსებობის შესახებ, გაზარდა ნებაყოფლობითი გადახდის მაჩვენებელი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იზრდება მოქალაქეთა კმაყოფილების მაჩვენებელი, რასაც ადასტურებს კომპანია IPM-ის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევები. კვლევის თანახმად, იზრდება კმაყოფილების ინდექსი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების კომპეტენციისა და კლიენტებთან მიდგომის კუთხით. მაქსიმალური 5 ქულიანი შეფასებიდან კმაყოფილების ინდექსი მოვალეებმა 4,1 ქულით, ხოლო კრედიტორებმა 4 ქულით შეაფასეს.

წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია კლიენტებთან მიდგომის კმაყოფილების ინდექსიც, რომელიც მაქსიმალური 5 ქულიანი შეფასებიდან კრედიტორებმა 4.1, ხოლო მოვალეებმა 4,4 ქულით შეაფასეს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით 160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42