„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 11:51, 12 May, 2016     2013
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლებმა უსაფრთხო მგზავრობის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დიდუბის ავტოსადგურის მძოლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სამარშრუტო ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-ფოთის მონაკვეთი) გააცნეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგები. ასევე, გაიმართა დისკუსია გზებზე არსებულ მდგომარეობასა და E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განვითარების პერსპეტქივებზე.

მძღოლებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურები საგზაო უსაფრთხოების თემაზე და საგზაო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზების შემახსენებელი მანქანაზე მისაკრავი სტიკერები.

შეხვედრის დასასრულს, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მძღოლებმა თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრეს და მსგავსი კამპანიების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია –ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42