თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნების პირველი ეტაპის შედეგები გამოცხადდა. კომისიას 14 კანდიდატი უნდა აერჩია. შედეგების მიხედვით 13 კანდიდატის არჩევა მოხდა, მე-14 კანდიდატის გამოსავლენად ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს.
სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამირან ბერძენიშვილმა და ნოდარ ბელქანიამ გაიმარჯვეს.
იურიდიული ფაკულტეტიდან ირმა ხარშილაძემ და ირინე ქურდაძემ გაიმარჯვეს.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტიდან თამარ აბაშიძემ და რუსუდან სანაძემ დააგროვეს ხმათა უმრავლესობა.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან გიორგი ღვედაშვილმა და ომარ ფურთუხიამ გაიმარჯვეს. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან კი - ელგუჯა მექვაბიშვილმა და მარინა მინდორაშვილმა.
მედიცინის ფაკულტეტიდან ყველაზე მეტი ხმა პაატა იმნაძემ და ნინო ოკრიბელაშვილმა მოაგროვეს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კი მხოლოდ ერთი გამარჯვებული, დავით გოცირიძე, გამოვლინდა, ხოლო აპოლონ სილაგაძემ და ქეთევან ხუციშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს, რის გამოც, ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






