"ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ის ინფორმაციით, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, კრწანისის რაიონში პარასკევს, 13 მაისს 11.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის ქ. N2/4, N8-1, N8-2, N8-3, N8-4, გორგასლის ქ. N40-ში მდებარე შპს "დონნა გრუპ"-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
ასევე გაზის მიწოდების გარეშე დარჩება გულიას ქუჩაზე - რესტორანი "თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი", სასტუმრო "ბაზალეთი", გორგასლის ქუჩაზე - ყოფილი ციხეების ტერიტორიაზე არსებული სასჯელაღსრულების N12 დაწესებულება და თავდაცვის სამინისტროს ობიექტი, შპს "პირველი კომპანია", შპს "საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი", საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - "ჯიპა", შპს "ასელი", "ბილაინ"-ის ოფისი - შპს "მობიტელი", შპს "ფრესკო" სუპერმარკეტი, სს "კრწანისი-პური", პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს შენობები, ყოფილი ფაბრიკა "ნადიკვარი"-ს ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტები და სხვა (400-მდე აბონენტი).
გაზმომარაგება აღდგება ეტაპობრივად სამუშოს დასრულებისთანავე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხს არ აგებს.
მასალის გამოყენების პირობები






