თიბისი გალერეაში გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
კულტურა - 15:18, 11 May, 2016     1531
თიბისი გალერეამ გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის, „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელიც ავტორმა მკითხველს თავად წარუდგინა.

„ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ გელა ჩარკვიანის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ავტობიოგრაფიაა, რომელიც არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერაა დაწერილი.

ავტორი წიგნში გულწრფელად გვიყვება ისტორიებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს. გარდა ამისა, გვიზიარებს პროფესიონალის გამოცდილებას, რაც წიგნს განსაკუთრებულად ღირებულს ხდის.

„ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში საუბარია 1992-2003 წლამდე პერიოდზე. ეს ის პერიოდია, როდესაც მე საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ვიყავი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, მაშინ დგინდებოდა საქართველოს დასავლური კურსი. თუმცა, ამ პერიოდის გარდა, წიგნში „იჭრებიან“ ეპიზოდები ბავშვობიდან, ახალგაზრდობის წლებიდან და მომავლიდანაც კი. ეპილოგი მთლიანად ჩემს მეუღლეს ეძღვნება.“- განაცხადა გელა ჩარკვიანმა პრეზენტაციაზე.

„ნაცნობ ქიმერათა ფერხულს“ ავტორის გარდა უამრავი პერსონაჟი ჰყავს. მათი ნაწილი პრეზენტაციას დაესწრო და აუდიტორიას საკუთარი ისტორიები გააცნო.

თიბისი გალერეაში მისულმა სტუმრებმა გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნი სპეციალური ფასდაკლებით შეიძინეს.

„ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42