პაციენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაცია მომზადდა
საზოგადოება - 11:57, 11 May, 2016     1795
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაცია მოამზადა.

დოკუმენტში, რომელიც სახელმძღვანელო ხასიათისაა და განკუთვნილია, როგორც სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებებისათვის, ასევე პაციენტებისთვის, ასახულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ სხვადასხვა რეკომენდაცია, მათ შორის:

  • რა პრინციპები არსებობს მონაცემების დამუშავების კანონიერების დაცვისთვის;
  • რა შემთხვევაში შეიძლება ამ მონაცემების მესამე პირებზე გაცემა და გასაჯაროება;
  • რა ვალდებულებები აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის;
  • ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესები სამედიცინო დაწესებულებებში;
  • პაციენტის, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები;

„სამედიცინო მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ყოველდღიურად აგროვებენ, ინახავენ და იყენებენ ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ რეკომენდაციის მომზადება, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება, ვინაიდან მასზე არაუფლებამოსილი პირების წვდომამ, უკანონო გამოყენებამ, გამჟღავნებამ, შეცვლამ ან განადგურებამ, მონაცემთა დამუშავების დროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობამ შესაძლოა მძიმე მორალური ან მატერიალური ზიანი მიაყენოს პაციენტს და გამოიწვიოს მისი სტიგმატიზაცია“ - აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სამედიცინო მომსახურების გამწევ დაწესებულებებს სთავაზობს კონსულტაციებს, რათა მათ კანონის შესაბამისად გაატარონ მონაცემების დაცვისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და თავიდან აიცილონ დარღვევები.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ პაციენტი უფლებამოსილია მისი პერსონალური მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ან მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს.

რეკომენდაცია მომზადებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი ნორმების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #(97) 5 რეკომენდაციის საფუძველზე.

რეკომენდაცია ხელმისაწვდომია ინსპექტორის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე www.personaldata.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42