შეხვედრა სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან
საზოგადოება - 18:39, 10 May, 2016     2196

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და ლევან დავითაშვილი გორისა და ქარელის რაიონებიდან ჩამოსული, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვდნენ.

6 მაისს გორისა და ქარელის რაიონის სოფლები ძლიერი სეტყვისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა. გორის რაიონში დაახლოებით 6500, ხოლო ქარელის რაიონში 1200 ჰექტარზე დაზიანდა როგორც ერთწლოვანი, ასევე მრავალწლოვანი ნარგავები და ნათესი ფართობები.

გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასრულების სტადიაშია დაზარალებული მოსახლეობის სახელობით სიებზე მუშაობა, რომლის შემდეგაც თითოეული დაზარალებული, დახმარების სახით, შესაწამლ პრეპარატებს მიიღებს. დაზიანებული ფართობების შესაბამისი შხამ-ქიმიკატებით აგროვადებში დამუშავება, გლეხებს საშუალებას მისცემს შესაძლებლობის ფარგლებში ნარგავები და ნათესი ფართობები გადაარჩინონ.

„გასული ორი დღის მანძილზე, ადგილებზე, ოპერატიულად შევისწავლეთ ვითარება. განსაზღვრულია ჩვენი სამინისტროს მოქმედების პერიმეტრი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაზარალებული მოსახლეობა უახლოეს დღეებში მიიღებს დახმარებას შესაწამლი საშუალებების სახით“, - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა დაზარალებულებთან შეხვედრაზე.

შეხვედრაზე სოფელ ქვეშში სარწყავი სისტემის მოწყობის საკითხზეც ისაუბრეს. უახლოეს მომავალში საზღვრისპირა სოფლებში დაახლოებით 700 მეტრამდე სარწყავი არხის მშენებლობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ დაიწყებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42