საბავშვო ბაღების გადამზადებულ ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცათ
საზოგადოება - 18:21, 10 May, 2016     2171

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივით, საბავშვო ბაღების 60-მდე ფსიქოლოგი და 30-მდე ლოგოპედი გადამზადდა. პირველ ეტაპზე, ტრენინგი ბაგა-ბაღების მოქმედმა ფსიქოლოგებმა და ლოგოპედებმა გაიარეს.

გადამზადებულ სპეციალისტებს დღეს სერტიფიკატები და ამავე ტრენინგის ფარგლებში გამოცემული გზამკვლევები გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ესწრებოდნენ.

როგორც თემურ თორდინავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტრენინგი ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნასა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. მან ბაღში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის, სააგენტოს ინიციატივით, აღნიშნული შტატი თბილისის ყველა საბავშვო ბაღში დაშვებულია.

„ახალ ადმინისტრაციას დახვდა ის რეალობა, რომ ფსიქოლოგის შტატი ბაღების მხოლოდ 58%-ს ჰქონდა, ხოლო ლოგოპედის - 46%-ს. აღმოვაჩინეთ ასევე, რომ მშობლების უმრავლესობა მიმართავს სწორედ ისეთ ბაღებს, სადაც არიან დასაქმებულები ფსიქოლოგები და ლოგოპედები, ეს კი გადატვირთული ჯგუფების კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იწვევს, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც ადგილების უკმარისობისა და ჯგუფების გადატვირთულობის მწვავე პრობლემაა. აღნიშნული მიზეზის გამო, მშობლებს ბავშვები ერთი რაიონიდან მეორეში დაჰყავთ. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, მომზადდა პროექტი და თბილისის უკლებლივ ყველა საბავშვო ბაღს გამოცდილი, კვალიფიციური და გადამზადებული ფსიქოლოგი და ლოგოპედი ეყოლება. ამ პროექტის ფარგლებშივე შეიქმნა გზამკვლევები, რომლის მიხედვითაც ამ პროფესიის ადამიანები ბაგა-ბაღებში თავიანთ საქმიანობას წარმართავენ. ჩვენი გეგმის თანახმად, მალე დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღს შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მომსახურებით ისარგებლოს. აღნიშნული შტატი ყველა მათგანში უკვე დაშვებულია. ვაკანტურ ადგილებზე მიმდინარეობს შესაბამისი კადრების შერჩევაც. დღეის მდგომარეობით, თბილისის მასშტაბით, 162 ბაღიდან 112-ს ჰყავს ფსიქოლოგი და 80-ს - ლოგოპედი“, - აღნიშნა თემურ თორდინავამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ყველა საბავშვო ბაღს ამ პროფესიის სპეციალისტები ეყოლება, გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყება.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით, ბაღის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება გაიზარდა, მათ შორის, ფსიქოლოგების ხელფასმა 15%–ით, ლოგოპედებისამ კი 10%–ით მოიმატა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადების პროექტი თბილისის მერიის, საკრებულოს და სააგენტოს ჰარმონიული თანამშრომლობის მაგალითია.

პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ორი ახალი სახელმძღვანელო - „ფსიქოლოგის როლი სკოლამდელ აღზრდაში“ და „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება - საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის“, რომლის მიხედვითაც იმუშავებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42