როგორია "კომედი შოუს" მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია კლინიკიდან
საზოგადოება - 13:28, 10 May, 2016     29234
"კომედი შოუს" მსახიობის გიორგი გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც "ნიუპოსტს" 27 წლის მსახიობის მეგობრებმა განუცხადეს, გიორგის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენ, გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით.

როგორც კლინიკის პრესსამსახურში აღნიშნეს, მსახიობი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ​იმყოფება, თუმცა მოხსნილია აპარატული სუნთქვის რეჟიმიდან.

"კ.ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ავარიის შედეგად მოხვედრილ პაციენტს ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია მუცლის ღრუს ორგანოებზე, რომელიც ქირურგმა შოთა ძაგანიამ გააკეთა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტი მოხსნილია აპარატული სუნთქვის რეჟიმიდან. არის კონტაქტური და ადეკვატური, მდგომარეობა რჩება საყურადღებო, იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კვლავ ესაჭიროება მრავალკომპონენტიანი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება"- აღნიშნეს კლინიკაში.

შეგახსენებთ, „კომედი შოუს“ მსახიობს გიორგი გოცირიძეს 27 აპრილს, გვიან ღამით, ბელიაშვილის ქუჩაზე, ფეხით გადაადგილებისას მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში, გულ-მკერდისა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმებით და ორივე კიდურის მძიმე დაზიანებით მოათავსეს.

მსახიობს წვივისა და ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა. გოცირიძე მთელი ამ ხნის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კლინიკის ინფორმაციით, წვივებზე ურთულესი ტრავმატოლოგიური ორი ოპერაცია ტრავმატოლოგ ზურა ორაგველიძის მიერ ჩატრდა .

როგორც შს სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42