სალომე ბაკურაძისა და ნოდიკო ტატიშვილის მეგობრობა ძალიან ბევრ წელს ითვლის. მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. როგორც უკვე იცით სალომეს 5 მაისს პატარა ალექსანდრე შეეძინა, რომელიც ნოდიკოს 22-ე ნათლული იქნება. როგორც ჟურნალ „თბილისელებში“ ვკითხულობთ, პატარას სახელი მამის შერჩეულია. „ალექსანდრე დელ პიერო ლაშას საყვარელი ფეხბურთელია. ლაშას ალბათ უკვე გეგმაში აქვს ალექსანდრეს სად გაყიდის, რომელ გუნდში. ძალიან მინდა ალექსანდრე მღეროდეს კიდეც. ვერ შევეგუები სმენა რომ არ ჰქონდეს“-ამბობს სალომე.
ალექსანდრემ დათქმულ დროზე ადრე გადაწყვიტა დაბადება, რის გამოც მისი მომავალი ნათლია სალომეს სალომეს გვერდით სამშობიარო ბლოკში ვერ აღმოჩნდა.
ნოდიკო: ბავშვის დაბადებას 14 მაისის შემდეგ ველოდებოდით, მაგრამ 5-ში დილით დამირეკეს: მეან-გინეკოლოგი ნოდარი ბრძანდებით? გამეცინა. სალომეს და, ხათუნა იყო, რომელმაც გამახარა პატარა ალექსანდრეს დაბადებით. ასე მოულოდნელად დაიბადა 2,6 კილოგრამი და 48 სანტიმეტრი. იმ დროს ბათუმში მივდიოდი. უკვე მცხეთაში შევდიოდი და მოვტრიალდი, გავვარდი სამშობიაროში. მივედი და მანახეს სალომეც და ალექსანდრეც. სიმპათიური და კარგი ბიჭია...
სალომე: ნოდიკოს უნდოდა საკეისროზე დასწრება და გადაღება, მაგრამ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და ვერ მოასწრო მოსვლა. თუმცა დაბადებიდან 10 წუთში მაინც შემომივარდა სამშობიარო ბლოკში და მეც მნახა და ბავშვიც. მამასაც კი დაასწრო ჩვენი ნახვა.
წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

მასალის გამოყენების პირობები






