მთელს მსოფლიოში, ამ დღეს, 6 კონტინენტი, 33 ქვეყანა და 100 ათასზე მეტი მორბენალი მონაწილეობს. ღონისძიებაში პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები არიან ჩართულები, მსოფლიო რბენაში მონაწილოება 18 წელს ზემოთ ადამიანს შეუძლია. 2015 წელს, ყველაზე ასაკოვანი მორბენალი 92 წლის შოთა სამუშია იყო, რომელმაც 3.61 კმ ირბინა.
Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაშია, რომ განსაზღვრული არ არის ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს) სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება.
მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2017 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად ექსკლუზიურ ტურს მიიღებენ მსოფლიოს გარშემო.
მარათონმა სტარტი ლოპოტის გადასახვევთან აიღო. წლევანდელ მარათონს ჰყავს განსაკუთრებული მონაწილე, ბრაზილიელი ხუან პაბლო, რომელმაც ანალოგიურ შეჯიბრში გასულ წელს ბრაზილიაში გაიმარჯვა.
მარათონზე იმყოფება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მისი თქმით, წლევანდელ მარათონში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაა. ,,ყველაზე მთავარი ის არის, რომ სპორტთან და ჯანსაღ ცხოვრებასთან ერთად საქველმოქმედო აქცია და ეს კიდევ უფრო ორმაგად დასაფასებელია,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები