თიბისი გალერეამ არტ-პროექტს „შეყავი თავი გალერეაში“ უმასპინძლა
საზოგადოება - 15:39, 06 May, 2016     2760
ვიზუალ-არტისტის თეზი გაბუნიას განახლებული არტ-პროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ ერთი დღით თიბისი გალერეაში გამოიფინა.

გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ერთის ნაცვლად, უკვე სამი ცნობილი გალერეის საგამოფენო სივრცე: ლუვრი (პარიზი), ტეიტ მოდერნი (ლონდონი), გაგოსიანის გალერეა (ნიუ იორკი). მოცემული გალერეების ანალოგიური მინი მოდელები ერთი დღის განმავლობაში თიბისი გალერეაში იყო წარმოდგენილი.

თეზი გაბუნიას ორიგინალური არტ-პროექტი დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს პირდაპირი მნიშვნელობით თავი შეყოს საგამოფენო სივრცეში,გადაიღოს ფოტო რუბენსის, ჰერსტის, ლიხტენშტეინის და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად და თავადაც გახდეს საგამოფენო ექსპონატი.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ელექტრონულ მუსიკა TeTe Noise-ის შესრულებით.

თეზი გაბუნიას არტ-პროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ უკვე ერთი წელია არსებობს. ინსტალაცია თავდაპირველად ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოიფინა. მოგვიანებით, პროექტი ქვეყნის ფარგლებს გასცდა და ექსპოზიციის ამსახველი ფოტომასალა ონლაინ არტ გალერეაში “Art People Gallery” (სან ფრანცისკო, აშშ) გამოიფინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42