კაიაკინგის საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი ქალაქ ოზურგეთიდან აიღო
საზოგადოება - 13:03, 06 May, 2016     2643
ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე კაიაკინგის პირველი საერთაშორისო ფესტივალი - "BZHUZHA RACE" ოფიციალურად გაიხსნა.

ქალაქ ოზურგეთში 11 ქვეყნის - საქართველოს, ბელგიის, საფრანგეთის, ნორვეგიის, ინგლისის, ესტონეთის, სლოვენიის, პოლონეთის, ლატვიის, რუსეთისა და უკრაინის კაიაკერები იმყოფებიან, რომლებიც სოფელ შემოქმედში, გომში მდინარე ბჟუჟზე სპორტის ამ სახეობაში პირველ საერთაშორისო ტურნირს გამართავენ.

მასშტაბური სპორტული ღონისძიება ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი-"BZHUZHA RACE" გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

საერთაშორისო ფესტივალი ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ გახსნა, რომელმაც მონაწილეებს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

“ქალბატონებო, ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო მოგესალმებით! მივესალმები კაიაკინგის პირველ საერთაშორისო ფესტივალს ოზურგეთში და ამავდროულად გამოვხატავ ჩემს განსაკუთრებულ პატივისცემას თითოეული ჩამობრძანებული სტუმრის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ოზურგეთს ფოლკლორის ქალაქის სტატუსი აქვს, ჩვენთვის სპორტული ცხოვრება ნამდვილად მნიშვნელოვანი, აქტუალურია და არაერთ სიახლეს ვულოცავთ გზას. სწორედ ამიტომ, არავისთვის არის გასაკვირი, რომ დღეს, სწორედ ჩვენი ქალაქიდან სტარტს იღებს საინტერესო სიახლე, რასაც ექსტრემალური სპორტის თანამედროვე მიმართულების - კაიაკინგის საერთაშორისო ფესტივალი ქვია.

მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა მდინარე ბჟუჟზე ამ საინტერესო ასპარეზობის ჩატარება. სპორტსმენებს წარმატებებს და სპორტულ იღბალს ვუსურვებ “ - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

საერთაშორისო ფესტივალის სააღლუმო მსვლელობა ქალაქ ოზურგეთის თეატრალური მოედნიდან დაიწყო, რომელიც ფლეშ-მობით დასრულდა.

კაიკინგის საერთაშორისო ტურნირი ხვალ დასრულდება და გამარჯვებული გამოვლინდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42